საფულეების სტარტაპი Fully ქართულ ბაზარს ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებს. GPS საფულე მომხმარებლებს საფულის დაკარგვას ხმოვანი სიგნალით ამცნობს. Gps საფულე მობილურ აპლიკაციასთან არის დაკავშირებული. მობილურისა და საფულის ერთმანეთთან გარკვეული დისტანციით დაშორების შემდეგ აპლიკაცია ხმოვანი სიგნალით შეატყობინებს მომხმარებელს საფულის დაკაგვის ალბათობის შესახებ. ამასთან, მობილური აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს მოვიძოთ დაკარგული საფულე ნებისმიერ დროსა და ადგილას.
“მივედით იდეამდე შეგვექმნა gps საფულე, რომელიც ამ ეტაპზე არის აქსელარაციის პროცესში და ძალიან მალე, - სექტემბერში მომხმარებლები უკვე შეძლებენ ამ ინოვაციური პროდუქტის შეძენას. gps საფულე ეს არის მოწყობილობა, რომელიც უკავშირდება მობილური ტელეფონის აპლიკაციას, რაც გვეხმარება, რომ არასოდეს არ დავკარგოთ როგორც მობილური ტელეფონი ისე საფულე. როდესაც საფულე და ტელეფონი ერთმანეთს შორდება რაღაც დისტანციის შემდეგ იწყებს წრიპინს. ასევე შეგვიძლია გამოვურთოთ მას ხმა და ჩავრთოთ აპლიკაციაში ძებნის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადგილას ვიპოვით ჩვენს საფულეს", - ამბობს სტარტაპი “Fully”-ის ავტორი ანა გელაშვილი.

























