2022 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში 2,800-მდე საჩივარი შევიდა, ამ დავების საგანი კი მთლიანობაში 948 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება იყო. დავების განმხილველმა საბჭომ სულ 72 სხდომა ჩაატარა, და 2,600 საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, საიდანაც სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 739 საჩივარი, 1 552 მომჩივანს უარი ეთქვა განხილვაზე, ხოლო 322 საჩივარი განუხილველი დარჩა. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში საქმის წარმოების თავისებურებების შესახებ გელა ბარშოვი საუბრობს.
სტუმარი: გელა ბარშოვი - TP Solution-ის დამფუძნებელი;