მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგადასახადო შეღავათები ინოვაციური სტარტაპებისთვის - რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

საგადასახადო შეღავათები მთავრობის განსაზღვრული ჩართოთი - ქართული ოცნება ინოვაციურ სტარტაპებს, ინოვაციურ მცირე და საშუალო ბიზნესს და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევ კომპანიებს 10 წლით საგადასახადო შეღავათებს ჰპირდება. იდეა, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაჟღერდა კანონპროექტად იქცა და განსახილველად პარლამენტს წარედგინა. ცვლილების მიხედვით, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათვისუფლდება, მეოთხე წლიდან 3 წლის განმავლობაში 5 %-ით, შემდეგ კი 10%-ით დაიბეგრება. თავად ტექნოლოგიური დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტორის განვითარებისთვის საგადასახადო შეღავათები მნიშვნელოვანია, თუმცა კითხვები აქვთ თავად იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობამ კომპანიები ინოვაციურ სტარტაპებად შეიძლება მიიჩნიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები