მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგადასახადო ტარიფებზე დიდ დარტყმას "ქეშბექები" გვაყენებს - "აჩინებულის" დამფუძნებელი

გოჩა ღვინეფაძე

“ყველა მეწარმე და ყველა ბიზნესმენი ცდილობს, საგადასახადო ტარიფები იყოს დაბალი, მაგრამ რაც არის, ამაზე დიდ დარტყმას “ქეშბექები” აყენებს”, - ამის შესახებ კომპანია „აჩინებულის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ bm.ge-ს „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

თუმცა ღვინეფაძის თქმით, ე.წ. ქეშბექების გარდა, კიდევ ბევრი პრობლემაა.

„დაწყებული შესვლით დაწყებული, ფასწარმოქმნა, რეალიზაციები, ფულის გადახდა, ყველაფერი პრობლემაა. ქეშბექი არის ერთ-ერთი კომპონენტი მთლიანად იმ თანხებისა, რომლის გადახდაც შემდეგ მწარმოებელს გვიწევს. ქეშბექი არის ერთ-ერთი კომპონენტი. მთლიანად, ეს ყველა კომპონენტი, რისგანაც შედგება ფასწარმოქმნა, სადღაც 45%-ის ფარგლებშია”, - განაცხადა “აჩინებულის” დამფუძნებელმა.

რაც შეეხება კითხვას - სად არსებობს ფასების შემცირების რესურსი - „აჩინებულის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ყველგან არსებობს რესურსი, თუმცა ჯანსაღი კონკურენცია უნდა არსებობდეს.

“აქ არის თემა იგივე საბანკო პროცენტი, ასევე, პრობლემაა 3-4 თვე რომ იგვიანებს გადასახადი, ეს მთლიანად საბანკო კრედიტებზე ჯდება და ეფექტური პროცენტი არის, ეს წარმოების თვითღირებულებაზე დგება. ყველაფერი პრობლემაა, აბსოლუტურად” , - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მორიგი სხდომა იმართება. დღეს კომისია ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს უსმენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები