მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო ცვლილებები - თეონა კუნჭულია ანალიტიკაში

შემოსავლების სამსახურმა ამოუღებელი დებიტორული დავალიანებებისა და გადახდილი ავანსების დაბეგვრის მიდგომა შეცვალა. მეთოდური მითითების მიხედვით, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების "გონივრულ ვადაში" გადაუხდელობის შემთხვევაში, უწყება თანხებს ანაზღაურებულად ჩათვლის და მას საშემოსავლო გადასახადით დაბეგრავს. იგივე მიდგომა გავრცელდება საქონლის ან მომსახურების შესაძენად გადახდილი ავანსების შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ დამატებული ღირებულების გადასახადის ადმინისტრირების წესი გაამკაცრა. ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს რამდენიმე იურიდიული პირი, შპს ანდაც ინდმეწარმე.

ამისთვის კი შემდეგი კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს - კომპანიების საქმიანობასთან და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი უნდა იღებდეს, ასევე მათი საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტური უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპანიებს საგადასახადო მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუკი მათი ჯამური ბრუნვა 100 ათას ლარს გადააჭარბებს, მათ დღგ-ს გადახდის ვალდებულება გაუჩნდებათ.

როგორ იცვლება საგადასახადო გარემო ბიზნესისთვის?

სტუმარი: თეონა კუნჭულია - Loialte-ს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი, პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები