მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საგადასახადო და საბაჟო კოდექსი ვეღარ პასუხობს გამოწვევებს"

5b28f674f1924
ელენე გოგბერაშვილი
19.06.18 16:25
1294
პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ახალ საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის შესახებ ისაუბრა.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, რომელსაც ეფუძნება ბიზნეს გარემო, მოძველებულია და ვეღარ პასუხობს გამოწვევებს.

„საგადასახადო და საბაჟო კოდექსი ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს და იმ მოლოდინებს, რომელიც დღეს არის ჩვენს საზოგადოებაში. ის არის მოძველებული, შესაბამისად ჩემი ინიციატივაა, ღია პლატფორმაზე, საჯარო სექტორთან ერთად შევქმნათ ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები