მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საგადასახადო კოდექსმა ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს"

5b3a2d842584f
ელენე გოგბერაშვილი
02.07.18 17:52
766

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი თაბუაშვილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან  საბაჟო და საგადასახადო კოდექსის განახლებასთან დაკავშირებულ განცხადებას განმარტავს.  მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ არსებული კოდექსი მოძველებულია და ის ვერ პასუხობს გამოწვევებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, bm.ge-ს დაუდასტურა, რომ კანონმდებლობის განახლებაზე მუშაობა დაწყებულია. მან განმარტა, რა იგულისხმა პრემიერმა, როცა კანონმდებლობის ცვლილება ახსენა.

„დღეს გვაქვს, მაგალითად, ახალი საბაჟო კოდექსის ერთ-ერთი ვარიანტის განხილვა. აქ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი კანონმდებობის ჰარმონიზა, მათ შორის საბაჟო კანონმდებლობის კუთხით. მსგავსად გვაქვს დირექტივების ჰარმონიზების საკითხი საგადასახადო კოდექსის მიმართულებით, იგივე დღგ-ს ნაწილში. ის საკითხები, რომელიც ბუნდოვანია, ორმაგი ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა ან თანამედროვე მიდგომებს საჭიროებს.  ეკონომიკა ვითარდება, ამიტომ  ახალი ტიპის ტრანზაქციები  მკვიდრდება ბიზნესში და ეკონომიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, კოდექსმა უნდა ასახოს და ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს. ეს იგულისხმებოდა პრემიერის სიტყვაში, როცა ახსენა კანონმდებლობის ცვლილება“-განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები