ინტერვიუ ამერიკის სავაჭრო პალატის ახალ პრეზიდენტთან მაიკლ ქაუგლთან.
- საქართველოს რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს?
-სუსტი და ძლიერი მხარების ანალიზის თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობაა სტრატეგიული ადგილმდებარეობა, აბრეშუმის გზა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაერთებელი და ასევე ენერგეტიკული კორიდორის თვალსაზრისით. ბაქოსა და თურქეთის მიმართულებით თუ განვიხილავთ მარშუტს, ენერგოუსაფრთხოების მხრივ საქართველო საკმაოდ ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. საქართველოს ყოველთვის გამოარჩევდნენ და იცნობდნენ იმით, რომ ადამიანური კაპიტალით საკმაოდ მაღალ დონეს აღწევს. საბჭოთა კავშირის დროსაც კი საქართველო ყველასთის ცნობილი იყო მაღალგანათლებული სამუშაო ძალით, ადამიანური რესურსებით.
- ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლზე რას გვეტყვით, მისი როლი ხომ არ შეიცვლება იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ყავს?
- ამ ეტაპზე AmCham-ი წარმატების პიკზე იმყოფება, რაც კი ოდესმე ქონია. გვაქვს მაღალი ხილვადობა, როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს მთავრობებისადმი წვდომა გაგვაჩნია. საქართველოს ხელისუფლებასთან ახალ საკანონმდებლო საკითხებზე ძალზედ კონსტრუქციულ დიალოგს ვაწარმოებთ, რომელიც ჩვენი აზრით, უნდა მიიღონ და წევრების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაყვს, ვიდრე სხვა მსგავს ბიზნესორგანიზაციას. ამ თვალსაზრისით სერიოზული პოზიციები გვიკავია. რაც შეეხება განგრძობადობას, ჩვენ საუკეთესო შედეგები გვაქვს. ჩვენი წვდომა ამერიკისა და საქართველოს მთავრობებისადმი საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, ინვესტორთა საბჭოსთან. მსხვილ ინვესტორებს ხშირად ვხვდებით და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს რაც შეეხება, ისტორიულად რომ შევხედოთ საქართველოს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღიდგინა 25 წელია ორმხრივი მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული ადმინისტრაცეების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ. ამერიკის მხრიდან დახმარება ყოველთვის გაგვაჩნდა და ნამდვილად არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ეს მხარდაჭერა არ გაგრძელდება და კიდევ უფრო არ გაძლიერდება.
- თქვენი აზრით, ესტონური მოდელის იდეა მისაღებია, როდესაც ჩვენ საბიუჯეტო დეფიციტი და სხვა პრობლემური თემები გვესმის?
- ჩვენ ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მყისიერად არ მოხდება. დაგეგმარებისათვის საკმარისი დრო ყველას ექნება. ორი ძირითადი ეტაპი უნდა გავიაროთ, რადგან საბუღალტრო აღრიცხვა ორ ეტაპად ვაწარმოოთ. ყველა ჩვენს წევრს მიაჩნია, რომ იდეა საკმაოდ მისაღებია, რადგან დამატებით ინვესტიციებს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მისცემს და თუ ესტონეთში წარმატებულად განხორციელდა, მჯერა, რომ საქართველოშიც წარმატებული იქნება. საგადასახადო მხრიდან აქ არა მხოლოდ ესტონური მოდელია მთავარი, არამედ მნიშვნელოვანია როგორ იმუშავებს შემოსავლების სამსახური, მისი აუდიტის მიმართულება, შემოსავლების სამსახურის ურთიერთობა ბიზნესთან როგორი იქნება, სხვადასხვა პროექტების დეკრიმინილიზაცია როგორ მოხდება.
- სასამართლო სისტემას და ბიზნესსთან დაკავშირებული საქმეების განხილვას რაც შეეხება, ამ სფეროში სისუსტეებს თუ ხედავთ?
- როდესაც 2012 წელს ახალი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, სასამართლო სისტემაში ცვლილებები მოხდა. დამოუკიდებლობა გაღრმავდა, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, რადგან ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
- ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში რა სფეროები აინტერესებთ?
- ამ საკითხს რეფორმების თემას დავაკავშირებდი. მაგალითად, ძირითადად სასტუმროები და ტურიზმის თემები, რომელიც არსებულ ინვესტორებსაც აინტერესებთ. დამერწმუნეთ, რომ ინვესტორების რაოდენობა, რომლებსაც თანხის ჩადება სასტუმროების ბიზნესში სურთ, მათი რიცხვი არ მცირდება. აღსანიშნავია საავადმყოფოების ქსელი იმისათვის, რომ საქართველოს ჯანდაცვის ხარისხი ამერიკულს მიახლოვდეს. ასევე ინფრაქსტრუქტურა, რომელიც ამერიკელი ინვესტორების დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითად, ანაკლიის პორტი, ახალი გზები, გვირებები და ენერგეტიკა. ყოველი აღნიშნული სფერო ამერიკელი ინვესტორების ინტერესს მოიცავს.
- როგორ ფიქრობთ, ახალმა პარლამენტმა აქცენტირება რაზე უნდა მოახდინოს, როგორ უნდა მიაღწიოს საქართველომ ეკონომიკის ზრდის მაღალ მაჩვენებელს?
-ეკონომიკური ზრდის საკითხი უკვე მრავალი წლის განმავლობაში ისმის. ჩვენ გვწამს საქართველოს პრემიერმინისტრის ძალისხმევის და პარლამენტის მხრიდანაც ანალოგიურ პროგესულ ნაბიჯებს ველით. პარლამენტის არსებული სტრუქტურიდან გამომდინარე ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არის საკითხები, რომლის მოგვარებაც საჭიროა. ეს არის: უწყვეტი სასამართლო რეფორმა, განათლების სფერო, პროფესიული განათლება, მეწარმეობის დარგი, ინოვაციური საკითხები, სტარტაპების მხარდაჭრა და ა.შ.

























