მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი მაქვს, თუმცა მან ყველა ქვეყანაში ვერ გაამართლა"

5819e9242c266
BM.GE
02.11.16 17:21
1181
კოტე სულამანიძე თვლის, რომ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სავალუტო ფონდის მხრიდან ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება საქართველოზეც უარყოფითად აისახება. საფინანსო ზდედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილება შეჩერებული უფროსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ზრდაზე დადებითად აისახება დაგეგმილი საგადასახადო რეფორმა, თუმცა სულამანიძე დასძენს რომ რეფორმას ყველა ქვეყანაში დადებითი შედეგი არ ჰქონია.

"ნეგატიური ისაა, რომ ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სავალუტო ფონდმა ზრდის პროგნოზი შეამცირა, რაც ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზეც აისახება. ჩვენი ზრდა სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკურ ზრდაზეც არის დამოკიდებული.

რაც შეეხება საგადასახადო რეფორმას, ეს არის კალკულაციაზე დამოკდიებული და მოლოდინებზე. არსებობს ქვეყნები რომელბმაც ეს რეფორმა მიიღეს და გაამართლა, თუმცა ყველა ქვეყანაში ვერ გაამართლებს. მე პირადად რეფორმასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი მაქვს", - განაცხადა სულამანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები