მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათები, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა - მთავრობა

5ff8626228b5b
ინგა მურუსიძე
08.01.21 17:45
3617
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილმა ცვლილებებმა მთავრობას საშუალება მისცა სხვადასხვა ტიპის დახმარება განხორციელდეს.

კერძოდ:

– 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადით დაწესებული შეღავათი, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს - დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 1500 ლარს არ აღემატება. აქ ნავარაუდევია 42 ათასზე მეტი კომპანია და 550 ათასზე მეტი პირი. წინა შემთხვევაში 425 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა ამ კომპენსაციით. პროგრამის ბიუჯეტი 270 მლნ ლარია.

– მეორე შეღავათი არის ის, რომ 2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურეობის დღგ-თი დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის პერიოდში. ლიზინგის სფერო და იჯარის ბიზნესით დაკავებული სექტორი ითხოვდა ამ გადავადებას და ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

– შემდეგი არის 2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სეექტორში. აქ შედის სასტუმროები და რესტორნები, ვფიქრობთ ამ შეღავათით 1000-ზე მეტი კომპანია ისარგებლებს და ჯამში 45 მლნ ლარის ოდენობის იქნება მისი მოცულობა. 

– 2020 წლის თებერვალ-მაისში საშემოსავლო გადასახადი გადავუვადეთ ასევე ტურისტულ სექტორს და ამ გადავადების დაფუძველზე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ეს გადასახადები ჩამოვაწეროთ. საუბარია დაახლოებით 20 მლნ ლარზე.

– საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი გადაუვადონ სასტუმროებს, რომლებსაც ზამთრის სეზონზე ოპერირება სრულად აეკრძალათ, ესენია ის დაწესებულებები, რომლებიც სასრიალო კურორტებზე მდებარეობენ: მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე. პროგრამის ბენეფიციარი 100–ზე მეტი სასტუმრო იქნება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები