მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათები, წვდომა იაფ ფულზე... ” - რას ითხოვს მთავრობისგან EVENTER.GE?

5ee63ab2e575b
ანა ჯოხაძე
14.06.20 21:00
905
EVENTER.GE-ს დამფუძნებელი შოთიკო გამიზარდაშვილი bm.ge-თან საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ანტიკრიზული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისობაში არ მოდის სექტორის ძირითად მოთხოვნებთან და საჭიროებებთან. გამიზარდაშვილი აცხადებს, რომ  სექტორს სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, რათა კრიზისი მცირე დროში დაიძლიოს. 

“ჩვენი დღის წესრგი არის გადარჩენის რეჟიმზე გადასვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვიხდით ვერც ხელფასებს და ვერც დაკონსერვებას ვახერხებთ კომპანიის, იმიტომ, რომ სხვა ხარჯებთან არის დაკავშირებული. მომავალიც ძალიან ბუნდოვანია და აქედან გამომდინარე წინასწარ პროგნოზების გაკეთება გვიჭირს. ჩვენთვის კითხვის ნიშანს აჩენს, როდესაც სახელმწიფო ტრაბახობს იმით, რომ გააჩერა ბევრი პროექტები და ეს თანხები ჩააბრუნა ბიუჯეტში, მაგრამ იმას ალბათ ვერ ითვალისწინებს, რომ ამ დიდ პროექტებზე მიბმული იყო ბევრი ადამიანი.

ასევე ჩვენი სფეროს დახმარებისთვის არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს სახელმწიფოს. როგორც ვხვდებით, არც აპირებს. ერთადერთი, რაც გააკეთეს ჩვენივე ფული დაგვიბრუნეს უკან, ვგულისხმობს დღგ-ს, რომელიც მრავალწლიან ტყვეობაში ჰქონდათ ბიუჯეტში. გვჭირდება ფინანსურ სტრუქტურებთან შუამავლობა, საგადასახადო შეღავათები და იაფ ფულზე წვდომა, რომ მოვახდინოთ მინიმუმ ჩვენი თანაშრომების შენარჩუნება, რათა კომპანიამ 2021 წლამდე მიაღწიოს.

მინდა შევადარო ეს პერიოდი 2008 წლის ომს, იმიტომ, რომ ზუსტად მაშინ ანალოგიური შეფერხება იყო ჩვენს სფეროში და 3 წელი დაგვჭირდა აზრზე მოსასვლელად. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამჯერად სამი წელი აღარ დაგვჭირდება”-ამბობს eventer.ge-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები