მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურმა ₾160 ათასამდე ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი გამოავლინა

სიგარეტი
16.02.26 10:28
574

საგამოძიებო სამსახურმა, თბილისში 159 ათასი ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი გამოავლინა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეა დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა „Multi Tabak“-ის, „Multi Class“-ისა და „Armenia“-ს დასახელების 31 810 კოლოფ უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები