მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

აქცია

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" გამართულ აქციაზე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

"დავით აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზის მეშვეობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. იგეგმება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - წერია უწყების განცხადებაში.

პროევროპული აქციების 67-ე დღეს „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი ადმინისტრაციული წესით (173-ე, მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით) დააკავა. აღმაშენებლის გამზირი "ქართული ოცნების" პრემიერმა 31 იანვარს, (აქციებიდან ორი დღით ადრე) სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შეიყვანა და მისი გადაკეტვა აკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები