საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მათ დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს.
უწყების საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებლის, თორნიკე ბიბილეიშვილის თქმით, საუბარია სამ სხვადასხვა საქმეზე, სადაც უაქციზო საქონლის ღირებულება ჯამურად 13,000 ლარს აღემატება.
"საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 230 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 13 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით,"- ამბობს ბიბილეიშვილი.

























