მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახური ახალქალაქის ბაზრის დირექტორის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

5b0514dfd23b0
BM.GE
23.05.18 11:13
577
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი აგრარული ბაზრის დირექტორმა და მისმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ მოქალაქეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ფართის გაქირავების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და გამოართვეს 1 000 ლარი",- ნათქვამია განცხადებაში. 

საქმეზე მიმდინარებს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები