მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახური: "სვეტის" ირგვლივ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ვაწარმოებთ

5b30ab0aab78a
თამუნა დემეტრაშვილი
25.06.18 12:41
755
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია "სევეტი დეველოპმენტთან“ დაკავშირებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. როგორც bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება, საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტზე მიმდინარობს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში უკვე ამოღებულია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს როგორც დაზარალებულების, ისე კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი ნივთის ან ქონების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს და ეს ქმედება არაერთგზისაა ჩადენილი. მუხლი ითავლისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები