მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურმა 150 კგ უაქციზო თუთუნის რეალიზაციისთვის 4 პირი პასუხისგებაში მისცა

5ea29487ee66c
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.20 12:03
674
საგამოძიებო სამსახურმა 18 000 ლარის ღირებულების უაქციზო თუთუნის რეალიზაციისთვის 4 პირი პასუხისგებაში მისცა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, სამეგრელოს რეგიონში გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ოთხი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები