მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურმა 42 ათასი ლარის უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

5ce6448dc712f
BM.GE
23.05.19 10:56
998
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინა.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან, ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი "HEETS"- ის ფირმის 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები