ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია $61 700 დოლარის ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი ბანკნოტი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის რვა თვეში ფინანსური დანაშაულების (მუხლები 208-213) რაოდენობა 22.6%-ით არის გაზრდილი.

























