მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი, რომელმაც აბასთუმანში სახელმწიფო მიწის ნაკვეთი უკანონოდ გადაიფორმა

6257c95e50a1a
მარიამ ვარადაშვილი
14.04.22 11:06
742
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი ამხილეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, რომლის თანახმად, თითქოსდა მიწის რეფორმის პერიოდში საკუთრებაში გამოეყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში მდებარე ნაკვეთი, მოტყუებით დაირეგისტრირა 2000 მ2 მიწის ნაკვეთი. ექსპერტიზის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 45 970 ლარს.

"გრძელდება შესაბამისი პროცედურები მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”,-აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები