მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა

5d3a9fb6e24b8
BM.GE
26.07.19 10:36
470
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა, არადეკლარირებული 163 ცალი მობილური ტელეფონი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოტანილი იქნა ჯამში 1 914 კგ არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 161 000 ლარის ღირებულების საქონელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები