მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურმა სამი საჯარო მოხელე პასუხისგებაში მისცა

5ac3305bd5645
BM.GE
03.04.18 11:41
768
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები - არ გაუწიეს სათანადო კონტროლი და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს. შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები