ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 30 ავტომანქანას ,,იბერია ავტო ცენტრი“ მიაწვდის. ის ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო, შესაბამისად კონკურენციის არარსებობის გამო, შესყიდვის ფასიც არ შემცირებულა.
ავტომანქანებში ,,იბერია ავტო ცენტრი“ 1 მილიონ 548 ათას ლარს მიიღებს. კომპანია იბერია ავტო ცენტრი“ ქართულ ბაზარზე შკოდას ფირმის ავტომანქანებს ყიდის, შესაბამისად საგამოძიებო სამსახურიც სწორედ 1.8 ძრავის მქონე შკოდა ოქტავიას მოდელის ლურჯ მანქანებს მიიღებს. კომპანიასთან ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ,,იბერია ავტო ცენტრის“ 100%-იანი წილის მფლობელი ,,იბერია ბიზნეს ჯგუფია“, რომელსაც თავის მხრივ შპს ,,აი-ბი-ჯი ჰოლდინგი“ ფლობს, რომლის მეწილეებს შორისაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.