მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურში რეორგანიზაცია გრძელდება

594a8fce271af
BM.GE
21.06.17 19:20
809
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია გრძელდება, საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის განცხადებით, „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის და სამსახურის გაძლიერების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში სამართალდამცავი უწყების რეფორმირების და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით, სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან კვლავ გაგრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და შიდა რგოლებიდან პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების დაწინაურება წახალისება.“

საკადრო გადაადგილების შედეგად, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს, საშტატო გადაადგილებები განხორციელდა საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში, შეიცვალნენ შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარა - გურიის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, სამცხე ჯავახეთის, მცხეთა მთიანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, ამ დრომდე ვაკანტურია იმერეთის და რაჭა ლეჩხუმის სამმართველოს უფროსის პოსტი, ამ პოზიციებზე სამსახურის ქვედა რგოლებიდან დაწინაურდნენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები