"წასულ ადამიანებზე მიკროფონებთან არ ვსაუბრობ,“ - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს გიორგი ქობულიას შესახებ კომენტირებისას განუცხადა.
საგანელიძის განცხადებით, ქობულიას მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი პროექტი შეფერხებული იყო.
„ძალიან ბევრი პროექტი შეფერხებული იყო იმიტომ, რომ ბორდის ხელმოწერა ყველაზე წამყვანი სამინისტროსი რამდენიმე თვის განმავლობაში არ არსებობდა. მიზეზი რა იყო არ ვიცით. შიდა სამზარეულოში რაც ხდება მე ამის შესახებ ყოველთვის ოჯახში ვსაუბრობ და გარეთ არ გამომაქვს.
თუ ადამიანი საქმეს კარგად აკეთებს უფასებენ, ხოლო თუ შეცდომებს უშვებს შესაბამისად მის მიმართ გარკვეული გადაწყვეტილებები ხორციელდება. ხელს არავის ვაფარებ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენ საათიანი საუბრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის ნაწილი დაიჭირეთ“ - განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, დღეს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

























