ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია bm.ge–ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, თალაკვაძემ პოსტი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
მათივე ცნობით, თალაკვაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. სად გააგრძელებს ის მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.