მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 16,999,900 ლარად 30 სახანძრო მანქანას ყიდულობს

5cac5b6162e24
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.19 13:30
2932
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Magirus-ისგან 30 ახალ სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას შეიძენს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

კონტრაქტის მიხედვით, 25 ავტომობილი - 2019 წლის ბოლოს, 5 კი, 2020 წლის დასაწყისში შემოვა, რითიც თბილისის სახანძრო-სამაშველო პარკის განახლება მოხდება.

კონტრაქტის ღირებულება სულ 16,999,900 ლარია.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 18,767,200 ლარს შეადგენდა. კონკურსში მონაწილეობა სამმა კანდიდატმა მიიღო, მათ შორის ყველაზე დაბალი ფასი Magirus-მა წარადგინა.

ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილების წყლის ავზის ტევადობა 4,500 ლიტრს შეადგენს. მისი სიგრძე - 8 მეტრი, სიგანე - 2.5 მეტრი, სიმაღლე კი, 3.47 მეტრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები