საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ორი თვით ორ ვერტმფრენს იქირავებს.
როგორც BM.ge-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, 2 მულტიფუნქციური ვერტმფრენის ქორაობაზე მოლაპარაკებები ბელორუსულ და ყაზახურ კომპანიებთან მიმდინარეობს და არჩევანი, სავარუდოდ, ბელორუსულზე გაკეთდება.
„1 ივლისიდან ჩვენს განკარგულებაში მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში იქნება ორი ვერტმფრენი. მათ აქტიურად გამოვიყენებთ როგორც ტურისტული მიზნებისთვის, ისე სახანძრო, სამაშველო თუ სამედიცინო საჰაერო სასწრაფო დანიშნულებისამებრ. კონტრაქტი 2 თვიანია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, 1 სექტემბრის შემდეგაც გაგრძელდეს“, - განმარტავენ გიორგი მღებრიშვილის სამსახურში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ ამ კონტრაქტის აღსასრულებლად 2 მლნ ლარი არ დაიხარჯოს.
„გააჩნია, როგორ მოხდება ვერტმფრენების გამოყენება. ხელშეკრულებაში, რომელიც კონტრაქტორ კომპანიასთან დაიდება, ჩადებულია პირობა, თუ რამდენი საათი შეგვიძლია გამოვიყენოთ ვერტმფრენები და ა.შ. თუ გადავაცილებთ, მოგვიწევს თანხის დამატება. ვერტმფრენები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

























