დღეს, 6 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.
"ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

























