საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი. უწყების წარმომადგენლის ცნობით, ამ მასშტაბის ფართობს ცეცხლი 12 წუთში მოედო.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული გაქრობითი სამუშაოები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, მაღალი ტემპერატურის შედეგდა შენობის მზიდმა კონსტრუქციებმა მიირეს დაზიანება, ჩამონგრეულია სახურავის ნაწილი, რის შეგედადაც შენობას ავარიულის კვალიფიკაცია მიენიჭა.
შემთხვევის შედეგად, მსუბუქადაა დაშავებული ერთი მაშველი.

























