საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფ განვითარებას, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა
"საკრედიტო-საგარანტიო ფონდის რეფორმა არის ძალიან საინტერესო. ინიცირებულია, რომ ერთი მესამედის მფლობელი იყოს სახელმწიფო, ერთი მესამედის კეძო სექტორი, მათ შორის ბანკები, ხოლო დანარჩენის ევროპული საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებსაც ასეთი ტიპის ფონდების მართვის დიდი გამოცდილება აქვთ.
რატომ არის ამ ფონდის შექმნა აუცილებელი? როდესაც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესზე გასაცემ კრედიტებზე ვსაუბრობთ, ვიცით, რომ ბანკები არ იძლევიან მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებს, რადგან ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკაშირებული. მეორე მხრივ, ვიცით, რომ გაცემულ სესხზე უზრუნველყოფა 220%-ია ხოლმე და ის ძირითადად უძრავი ქონების, ან პირადი თავდებობებით არის უზრუნველყოფილი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან მძიმეა.
საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება მძლავრი სტიმული მათი განვითარებისთის. ბანკებსაც მიეცემათ საშუალება პორტფელები გააფართოონ, თუმცა, ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთები უნდა იყოს დაფიქსირებული და საბაზროზე ნაკლები, რადგან აქ სახელმწიფოს თავდებობაა. ამაზე ვმსჯელობთ ბანკებთან და ბიზნესთან ერთად.
ეს ფონდი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებას, რაც პრიორიტეტია ეკონომიკის სამინისტროსთვის, ასევე ქალთა დასაქმებას. ფონდს ექნება ქვე ფოკუსირებული პროგრამები, მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება გენერალური მიმართულება, მათ შორის იქნება ექსპორტის ხელშეწყობა, თუმცა, ცალკე გამოიყოფა პროექტები ახალგაზრდა მეწარმეებისა და ქალებისთვის",- განაცხადა ლევან კობერიძემ.
მისივე თქმით, ფონდის შექმნას მხარს უჭერენ სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

























