მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საგარანტიო ფონდის მონაწილეები ბანკები და საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებიან"

5af4453fed023
სალომე მეცხვარიშვილი
10.05.18 17:11
792
მთავრობის მიერ შექმნილი საგარანტიო ფონდი, სავარაუდოდ, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ჩაანაცვლებს, რომელიც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე უნდა შექმნილიყო. საგარანტიო ფონდის დეტალებზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება სესხის აღების დროს, რომ მათ წარადგინონ შესაბამისი უზრუნველყოფა.

ქუმსიშვილი ამბობს, რომ ფონდის დიზაინი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ მასში თანამონაწილეები იქნებიან სახელმწიფო, კომერციულო ბანკები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

"მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ნაწილში ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის წვდომა უზრუნველყოფაზე. ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებიც ამ პრობლემას სხვადასხვანაირად წყვეტენ. გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა არის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მექანიზმი, რომლის მთავარი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ კომერციულ ბანკს საგარანტიო ფონდმა მისცეს თანაუზრუნველყოფა, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი მიდის სესხის ასაღებად. შესაბამისად, წვდომა ფინანსებთან უადვილდება მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენ გუშინ შევხვდით როგორც პარლამენტოს წარმომადგენლებს, ასევე ფინანსთა სამინისტროს, საპარტნიორო ფონდისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს.

ჩვენ ასევე თურქეთიდან ჩამოვიყვანეთ სპეციალური დელეგაცია. შარშან თურქეთს ჰქონდა 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა და თურქეთის მთავრობის განცხადებით, ამ ეკონომიკურ ზრდაში 2% იყო სწორედ საკრედიტო საგარანტიო სქემის დამსახურება. 225 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს ამ სქემას თურქეთში, თუმცა, თურქეთი არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს ეს სქემა.

ამ წუთში ვმუშაობთ დიზაინზე. ამ ფონდის დიზაინს დღეს ვფიქრობთ ასე, რომ 1/3 სახელმწიფოს თანამონაწილეობა უნდა იყოს, 1/3 კომერციული ბანკების და 1/3-ში ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ევროკავშირი.

მას მერე რაც ტექნიკურ-ეკონიმიკური კვლევა დასრულდება, რომელიც ახლა მინდინარეობს, შემდეგ გვეცოდინება ბიუჯეტი",-აცხადებს ქუმსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები