"მე მინდა მხარი დავუჭირო ეკონომიკის მინისტრის ინიციატივას საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნასთნ დაკავშირებით. სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ამ იდეას ძალიან სჭირდება, ამიტომ მათთან აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ“ - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
"ეს არის ჩვენი გუნდის უკანასკნელი მცდელობა, თავიდან ავიცილოთ ძალიან დიდი კრიზისისაკენ მიმავალი ტენდენცია, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის", - განაცხადა კაკულიამ გადაცემაში“საქმიანი დილა“ . საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის იდეა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ გაჟღერდა.
"ეს არის უალტერნატივო გზა, იმ დანაზოგების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ეს გზა მხოლოდ გონივრულ დროში და გონივრული რაოდენობისა ადამიანებისთვის მოიტანს სიკეთეს. ამის მიღმა არ უნდა აღმოჩნდეს ადამიანების ის სეგმენტი, სადაც დაგროვდება ისეთი მუხტი, რომელმაც შეიძლება ავნოს შემდეგ ამ სიკეთეს", - ამბობს კაკულია. მისივე თქმით. რეფორმაზე კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან გაგრძელდება.

























