მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარანტიო რეფორმაში, სავარაუდოდ, საპარტნიორო ფონდიც ჩაერთვება

5af51f00a3fdc
ელენე გოგბერაშვილი
11.05.18 09:00
934

 ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ საგარანტიო ფონდი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ჩაანაცვლებს, რომელიც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე უნდა შექმნილიყო. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე, ნათია თურნავა bm.ge-თან რეფორმის მნიშვნელობას განმარტავს და აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად რეფორმაში საპარტნიორო ფონდიც იპოვის თავის როლს, თუმცა როგორი იქნება მათი ჩართულობა ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

"დროული პროექტია, რომელიც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნას სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც დაეხმარება  მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ უფრო მარტივად მოიპოვონ დაფინანსება, მათ შორის ბანკებიდან. საპარტნიორო ფონდი ჯერჯერობით ვმონაწილეობთ პროდუქტის დიზაინის შექმნაში, თუმცა მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ გარკვეული გამოცდილება ამ თვალსაზრისით გაგვაჩნია, თუნდაც ექსპორტის დაკრედიტების მხრივ.  ჩვენ ამ მიმართულებით ვფიქრობდით და ეს არის ერთი სეგმენტი და კომპონენტი ამ დიდი ინიციატივის, თუმცა ვფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ჩავერთვებით და ვნახავთ ჩვენ როლს და ადგილს ამ ინიციატივაში", - აცხადებს ნათია თურნავა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები