მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეჯოსა და ახმეტის საბავშვო ბაღები 1000-1000 ლარით დაჯარიმდა

5afad93299bc2
თამუნა დემეტრაშვილი
15.05.18 16:56
610
კახეთისა და ახმეტის რაიონის 5 საბავშვო ბაღი 1000-1000 ლარით დაჯარიმდა, მიზეზი კვების ბლოკებში აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობები გახდა. როგორც bm.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა, ნანა ახალმოსულიშვილმა განუცხადა ხუთივე ბაღს დარღვევების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერა. საუბარია საგარეჯოს რაიონის სოფლების კაკაბეთისა და დიდი ჩაილურის, ასევე ახმეტის რაიონის სოფლების: აწყურის, ქვემო ალვანისა და ფიჩხოვანის საბავშვო ბაღებზე. როგორც ნანა ახალმოსულიშვილი განმარტავს, სამზარეულოებში დარღვეული იყო ვენტილაცია, რის გამოც კედლებზე ობის ნაწილაკები ჩნდებოდა და იყო მათი საკვებში მოხვედრის რისკი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოში ამბობენ, რომ წლის მეორე ნახევარში, სხვა რაიონების საბავშვო ბაღებიც შემოწმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები