მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო: ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ესპანურმა მხარემ სასტუმროებში გადაანაწილა

5b35cfb6b37c2
BM.GE
29.06.18 10:20
683
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადადებული ავიარეისის გამო, ბარსელონაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ესპანურმა მხარემ შესაბამის მაღალი დონის სასტუმროში გადაანაწილა, ავიაკომპანიის პარტნიორ ჯგუფთან კი მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, მომხდარის შესახებ საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია და თავიდანვე ჩართულია საკითხის მოგვარებაში.

“საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და თავიდანვე ჩართულია საკითხის მოგვარებაში. აქვს კომუნიკაცია ესპანეთის შესაბამის სტრუქტურებთან, ასევე ავიაკომპანიის პარტნიორ ჯგუფთან. საქართველოს ყველა მოქალაქე დაბინავებულია ესპანეთის მხარის მიერ მაღალი დონის სასტუმროში - ერთი ჯგუფი ბარსელონას ცენტრში და მეორე ბარსელონასთან ახლოს. სამწუხაროდ, საქართველოს 2 მოქალაქეს აქვს პრეტენზია და ითხოვენ ცენტრში გადმოსვლას, მაგრამ ამას არეგულირებს ესპანური მხარე და ამაში საკონსულო ვერ ჩაერევა“, - აცხადებენ სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები