მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო საქმეთა მინისტრი შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების უფლების მიღებას უახლოეს თვეებში ელოდება

5863d37a3356a
დავით ჯალაღონია
28.12.16 19:00
1078
საგარეო საქმეთა მინისტრი შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების უფლების მიღებას უახლოეს თვეებში ელოდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიასთან 2016 წლის საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"ჩვენ ველოდებით, რომ მომავალი წლის დასაწყისში, უახლოეს თვეებში ეს პროცედურული ნაწილი დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტებით ესტუმრონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უვიზოდ", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ჯანელიძე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მიმართ პრეტენზიებს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

"ისმოდა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ რაღაც ვერ გააკეთა დროულად და ჩვენ გავხდით მსხვერპლი გარკვეული პროცესებისა. საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შორის, ყველაზე მოკლე ხანში შეასრულა ის საშინაო დავალება, რომელიც საჭირო იყო ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. სამწუხაროდ, ჩვენ ეს გეგმა მივიღეთ ყველაზე დაგვიანებით - 2013 წლის დასაწყისში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მივიღეთ, ეს რეკორდულ დროში შევასრულეთ", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ვიზა ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების შემდეგ, "საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დადებითი რეკომენდაციის მიღების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები