მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საგარეო სექტორის გაუმჯობესების პარალელურად 4%-იანი ზრდის მიღწევა შესაძლებელი იქნება"

58dcfbffdcf32
BM.GE
30.03.17 16:36
1169
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საგარეო სექტორის გაუმჯობესების პარალელურად 4%-იანი ზრდის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თებერვლის თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2017 წლის თებერვალში საქართველოში მშპ 4,4%-ით გაიზარდა.

"ვფიქრობ, კარგი მაჩვენებელია. ბოლო პროგნოზის მიხედვით 4%-იან ზრდა სველოდებით. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც გვაქვს, ეს რეგიონში ერთ-ერთი მაღალი იქნება. ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა სწორი რეაგირება საგარეო შოკზე და დღეს საგარეო სექტორის გაუმჯობესების პარალელურად შესაძლებელი იქნება 4%-იანი ზრდის მიღწევა",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები