მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო უწყება ამერიკულ მხარესთან მუშაობს ახალი ორმხრივი დღის წესრიგის შემუშავებაზე|პრემიერის ანგარიში

აშშ-საქართველო

მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, საგარეო უწყება ამერიკულ მხარესთან მუშაობს ახალი ორმხრივი დღის წესრიგის შემუშავებაზე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში წერია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა.

"საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მიღწეულ იქნეს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, ყველა მიმართულებით თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებასა და განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, საგარეო უწყება ამერიკულ მხარესთან მუშაობს ახალი ორმხრივი დღის წესრიგის შემუშავებაზე, რომელშიც ასახული იქნება ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და რომელიც ეფექტიანად მოემსახურება ჩვენს ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ მიზნებს",- წერია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ 2026 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში საქართველომ უმასპინძლა აშშ-ის რამდენიმე დელეგაციას აშშ-ის კონგრესიდან და ადმინისტრაციიდან. ამავდროულად, განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში, მინისტრის მოადგილის დონეზე, ასევე, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში.

ხაზგასმულია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში შედგა რამდენიმე კომუნიკაცია მაღალ და უმაღლეს დონეზე: მათ შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის, შედგა საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერაქცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანთან.

დოკუმენტის მიხედვით, 2026 წელს, აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) წარმატებულ განხორციელებას. 2026 წელს აქტიურად მიმდინარეობდა აშშ-სთან თანამშრომლობა ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: დაზვერვა, კიბერუსაფრთხოება და სპეციალური ოპერაციების ძალები.

"გვკითხეს..." vs "არაფერი გვიკითხავს" - მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები