მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო უწყება მოუწოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან

578960d87cd38
BM.GE
16.07.16 02:14
1056
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 
 
"საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება საქართველოს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება.

სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში და თვალი მიადევნონ საინფორმაციო საშუალებებში მოვლენების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე:
+905336903040
+905418184400

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები