მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო უწყება სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს

644566c9ab769
BM.GE
23.04.23 20:55
511
სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქ. ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ bm.ge-ს აცნობა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიი ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად მოქალქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში.

უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები