მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო უწყებისთვის ახალი შენობის რეაბილიტაცია 10 მლნ ლარზე მეტი ჯდება

5a8566f0adb77
მარი როჭიკაშვილი
15.02.18 17:00
1099
ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები დაგეგმილზე 3 თვით გვიან დასრულდება. შენობის რეაბილიტაცია 10 476 480 ლარი ჯდება.
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, გასული წლის ზაფხულში საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. შენობაში სექტემბრიდან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც იანვარში უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების მიხედვით სარემონტო სამუშაოებს კომპანია “ინსი” ახორციელებს. რომელმაც ვადის გაგრძელება 3 თვით ითხოვა. მიზეზი, დამატებითი სამუშაოების შესრულება გახდა, რაც ხელშეკრულების დროს გათვალისწინებული არ იყო.

"დამატებით გადაწყდა შენობის სახურავის დემონტაჟისა და სახურავის ცვლილების საკითხი, რაც წინასწარი მოლაპარაკებების დროს გათვალისწინებული არ ყოფილა, ხოლო აღნიშნული სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად საკმაოდ გრძელვადიანი და რთულ პოზიციას წარმოადგენს. გარკვეულ სირთულეებს ქმნის ასევე, შენობის ისტორიული ნაწილის სარესტავრაციო მოცულობები, რომელთა დაკავშირებითაც დამატებითი კონსულტაციები დღემდე მიმდინარეობს, როგორც მერიასთან, ეკონომიკის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან" –აცხადებენ კომპანიაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შენობის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება.

"ეს არის რეაბილიტაციის ერთი ნაწილი. დაგეგმილია ასევე დამატებითი კორუსის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ აღნიშნულ მისამართზე საქმიანობას შეუდგება საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა როდის მოხდება ეს ჯერ–ჯერობით უცნობია", - განაცხადეს სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები