მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგარეო ვალდებულებების მომსახურებაზე 1 მილიარდ 230 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი გადასახდელების თითქმის 10%-ს აღწევს. გადასახდელი თანხიდან 890 მილიონი ძირითადი თანხის დაფარვას უნდა მოხმარდეს, 340 მილიონი კი პროცენტია. კრედიტორი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ყველაზე მეტი თანხა მომავალ წელს ქვეყანამ IDA -ს (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო განვითარების ასოციაცია) უნდა გადაუხადოს - 294 მილიონი, მეორე ადგილზეა ADB (აზიის განვითარების ბანკი) 230 მილიონით, ხოლო მესამეზე IMF-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) 132 მილიონი ლარით.
რაც შეეხება კრედიტორ ქვეყნებს, აქ პირველ ადგილზე გერმანიაა. მომავალი წლის ბიუჯეტიდან გერმანიის ვალის დაფარვაზე 88 მილიონი დაიხარჯება, საფრანგეთს
საქართველომ 76 მილიონი უნდა გადაუხადოს, რუსეთს კი 32 მილიონი.