მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგაზაფხულო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

თეგეტა
01.03.24 18:15
84

სეზონური ცვლილებები ავტომობილის სხვადასხვა დეტალზე აისახება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის გასამართად „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტომობილის რომელიმე დეტალი გადამოწმებას საჭიროებს, მაშინ „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები საქმეს გაგიმარტივებთ. 1-ელიდან 10 მარტის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში სპეციალური ფასები მოქმედებს.

30%-იანი ფასდაკლება shell-ის ბრენდის ზეთების სრულ ასორტიმენტზე

ზამთარში ავტომობილის ძრავა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. დაბალი ტემპერატურა და მკაცრი კლიმატური პირობები მოქმედებს ძრავის დეტალებსა და სითხეებზე. ზამთრის შემდეგ აუცილებელია ძრავის ზეთის დონისა და რესურსის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს ახლით, რათა დავიცვათ ძრავის ცვეთადი ნაწილები და ავტომობილმა იმუშაოს გამართულად. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 10 მარტის ჩათვლით 30%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ shell-ის ბრენდის ზეთების სრულ ასორტიმენტზე.

30%-იანი ქეშბექი riken-ისა და petlas-ის ბრენდების ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე

ზამთარში სავალი ნაწილის ზედაპირი ხშირად ზიანდება დაბალი ტემპერატურისა და ნალექის გამო. ასეთ გზებზე გადაადგილებისას საბურავების ცვეთის დონე და დაზიანების ალბათობაც იმატებს. გარდა ამისა, მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია სეზონთან და გარემო პირობებთან შესაბამისი, რესურსიანი საბურავებით გადაადგილება. ამიტომ გირჩევთ, საბურავები სეზონის შესაბამისად შეცვალოთ. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 10 მარტის ჩათვლით 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს riken-ისა და petlas-ის ბრენდების ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე

30%-იანი ფასდაკლება exide-ის, fiamm-ის, energizer-ის ბრენდების აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე

დაბალი ტემპერატურა ავტომობილის ზოგიერთ დეტალზე განსაკუთრებულად მოქმედებს. ყველაზე მეტი გავლენა კი აკუმულატორზე აქვს, ვინაიდან აკუმულატორში მიმდინარე ქიმიური პროცესების სიჩქარეს ანელებს ყინვა, ასევე რესურსს უმცირებს მკაცრი პირობები. აკუმულატორი ისეთი დეტალია, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი სიმპტომის გარეშე გამოვიდეს მწყობრიდან. ამიტომ საჭიროა, რომ პერიოდულად შევამოწმოთ მისი რესურსი, განსაკუთრებით კი სეზონების ცვლილების დროს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 10 მარტის ჩათვლით 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს exide-ის, fiamm-ის, energizer-ის ბრენდების აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე.

30%-იანი ქეშბექი ate-ის ბრენდის პროდუქციაზე

წლის ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია ავტომობილის ცვეთადი დეტალების დროული განახლება. საიმედო და გამართული სამუხრუჭე სისტემა მშვიდი მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მუხრუჭებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ავტომობილის სავალი ნაწილის სხვა შემადგენელი დეტალების დროული შეცვლაც. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 10 მარტის ჩათვლით 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს ate-ის ბრენდის სრულ ასორტიმენტზე.

30%-იანი ფასდაკლება მინამწმენდების სრულ ასორტიმენტზე

გაზაფხული გამოირჩევა უხვი ნალექით. წვიმიან ამინდში გადაადგილებისას მნიშვნელოვანია, რომ საქარე მინის საწმენდები მწყობრში იყოს. ზამთარში დაბალი ტემპერატურა საწმენდებს აზიანებს და აუცილებელია მისი განახლება. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 10 მარტის ჩათვლით 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს მინამწმენდების სრულ ასორტიმენტზე.

გარდა ამისა 10 მარტის ჩათვლით Tegeta shop-ზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 25%-იანი ფასდაკლებით hengst-ისა და ate-ის ბრენდების სრულ ასორტიმენტზე. ასევე 35%-იანი ფასდაკლება იქნება shell-ის, exide-ის, energizer-ის, fiamm-ის ბრენდების პროდუქციასა და მინამწმენდების სრულ ასორტიმენტზე, ხოლო riken-ისა და petlas-ის ბრენდების ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.