საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, “ზრდა” პროექტი საქართველოში ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს ბიზნეს იდეების მიღებაზე, აგრო-ტურიზმის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, ასოციაცია ახორციელებს აგრო-ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას, მათ შორის „აგრო-სტოპის“ ფორმატში პრომო ვიდეოების მეშვეობით. საგრანტო სამიზნე რეგიონებია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. პროექტში განსაკუთრებით წახალისებულია ახალგაზრდების, ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ზომის მოქმედ აგრო-ტურისტულ ობიექტებს, რომელთაც სჭირდებათ ხელშეწყობა არსებული მომსახურებების/პროდუქტების გასაუბჯობესებლად, რათა შეძლონ გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი. შედეგად, ეს ინიციატივა დაეხმარება სათავგადასავლო და სოფლის ტურიზმის სექტორში ჩართულ სუბიექტებს მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორის მოზიდვაში, ხოლო მრავალფეროვანი და მიმზიდველი პროდუქტებისა თუ მომსახურებების შეთავაზებით გაზრდის გაყიდვების რიცხვს, ასევე დასაქმების შესაძლებლობებს აგრო-ტურიზმის ექტორში აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში.
სტუმრები: ნინო ზამბახიძე - "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", თავმჯდომარე;
ქეთი ჭუმბურიძე -USAID/Zrda პროექტის დირექტორის მოადგილე