მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგზაო გადაზიდვები გაზრდილია - რამდენმა სატვირთომ გაიარა საქართველოს დერეფანში?

ტრაილერები

2024 წელსაც სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე დიდი წილი საგზაო გადაზიდვებს უკავია. 2023 წლის მაღალი ზრდის პირობებში საგზაო გადაზიდვები შარშანაც გაიზარდა.

TBC Capital-ის ინფორმაციით, შარშან საგზაო გადაზიდვები რეკორდულად 14.8 მლნ ტონამდე გაიზარდა, წლიური ზრდა 4%-ს შეადგენს. ორგანიზაციის ანგარიშში ასევე წერია, რომ შედეგები ხაზს უსვამს საგზაო ტვირთების გადაზიდვის მდგრადობას ყველა ტვირთის სეგმენტში.

საგზაო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი წილი კვლავ მეზობელ ქვეყნებში ტრანზიტს უკავია. TBC Capital-ის შეფასებით, საგზაო სატრანზიტო გადაზიდვების 19% რუსეთ-სომხეთზე მოდის, 9%-იანი წილი უკავია თურქეთ-აზერბაიჯანსა და თურქეთ-რუსეთს შორის გადაზიდვებს.

შარშან საქართველოში სულ 875 688 სატვირთო მანქანა შემოვიდა, აქ წლიური ზრდა 3%-ია. წინა წლების მსგავსად, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2024 წელს სარფში 241 160 სატვირთო მანქანა შემოვიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს. მას მოსდევს ყაზბეგის გამშვები პუნქტი 200 554 და წითელი ხიდი 141 518 სატვირთოთი. აქ წლიური ზრდაა 7% და 3%-ია.

რაც შეეხება სატრანსპორტო სექტორის სხვა მაჩვენებლებს, 2024 წელს საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა სტაბილური ზრდა შეინარჩუნა. სექტორის გამოშვება 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 14%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით და საქართველოს მთლიან ეკონომიკურ გამოშვებაში დაახლოებით 6.6%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები