მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება, პასუხისმგებლობები მკაცრდება - რა იცვლება?

საქართველოს პარლამენტი-ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რომლებიც საგზაო წესების დარღვევაზე ჯარიმების ზრდასა და პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. პროექტი მომზადებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის მიერ.

ცვლილებების მიხედვით: მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება და მძღოლს 20 ქულა აკლდება.100 ლარამდე იზრდება ჯარიმა 15–40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვისაც.

ღვედის გამოუყენებლობა და მობილურით სარგებლობა – 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს; ღვედის შემთხვევაში კი ქულები 10-ით მცირდება. დგომა-გაჩერების წესების დარღვევა დიდ ქალაქებსა და კურორტებზე – 50 ლარი. „BUS LANE“-ზე საპირისპიროდ მოძრაობა – 200 ლარი. ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება – 100 ლარი და შესაძლებელია ავტომობილის ევაკუაცია. ე.წ. „დრიფტი“, თუ გამოიწვევს დაზიანებას – 500 ლარი და მართვის უფლების შეჩერება 6 თვით. გზისა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება ან წესების უხეში დარღვევა – ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარი, იურიდიული პირისთვის 5 000 ლარი გახდება.

ცვლილებების მიზანია საგზაო უსაფრთხოების გაძლიერება და წესების დარღვევის პრევენციაა. რა ეფექტი ექნება ცვლილებებს საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებაზე?

სტუმარი: ირაკლი იზორია - ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები