2024 წლის 10 თვის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით რეკორდული 189 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 76.7 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 113.5 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 179 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 10 მილიონით გაიზარდა.