მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში რეკორდული - ₾277 მილიონის ჯარიმები შევიდა

გზა ავტობანი მაგისტრალი

2025 წლის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 277 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 110.9 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 166.1 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

შედარებისთვის, 2024 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 218 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 27%-ით, ანუ 59 მილიონი ლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები