საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. უწყების განცხადებით, ცვლილებების მიზანია ტრანსპორტის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.
bm.ge გთავაზობთ იმ ძირითად დარღვევებს, რომლებზეც ჯარიმები იზრდება და დამატებითი შეზღუდვები შემოდის
| დარღვევა | ძველი ჯარიმა (ლარი) | ახალი ჯარიმა (ლარი) | ზრდა (ლარი) | ზრდა (%) |
| უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა | 40 | 50 | 10 | 25% |
| მობილურით სარგებლობა მართვისას | 30 | 50 | 20 | 67% |
| მართვის მოწმობის/დოკუმენტების გარეშე მართვა | 10 | 100 | 90 | 900% |
| ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების მართვა | 15 | 50 | 35 | 233% |
| სიჩქარის გადაჭარბება (15-40 კმ/სთ-ით) | 50 | 100 | 50 | 100% |
| საგზაო ნიშნის/მონიშვნის და ა.შ. დარღვევა | 20 | 50 | 30 | 150% |
| სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მანევრირების წესების დარღვევა | 50 | 100 | 50 | 100% |
| დგომა-გაჩერების წესების დარღვევა (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის, კურორტების ტერიტორიაზე) | 10 (რეგიონებში) / 50 (თბილისში) | 50 (ყველგან, გარდა რეგიონებისა, სადაც რჩება 10 ლარი) | იზრდება 40 ლარით რეგიონულ ქალაქებში | 400% |
| გზის მოვლა-შენახვის წესების დარღვევა (ფიზიკური პირი) | 500 | 2,000 | 1,500 | 300% |
| გზის მოვლა-შენახვის წესების დარღვევა (იურიდიული პირი) | 500 | 5,000 | 4,500 | 900% |
| დაზიანების გამომწვევი დარღვევა (ფიზიკური პირი) | 1,500 | 3,000 | 1,500 | 100% |
| დაზიანების გამომწვევი დარღვევა (იურიდიული პირი) | 1,500 | 7,000 | 5,500 | 367% |
| ორგანიზებულად გზის გადაკეტვა (ჯგუფური მოძრაობა, რაც აფერხებს მოძრაობას) | 20 | 1,000 | 980 | 4900% |
გარდა ამისა, ქულები შემცირდება
- უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა — 10 ქულა (5-ის ნაცვლად)
- გზაზე განლაგების, მოძრაობის დაწყების და მანევრირების წესების დარღვევა — -20 ქულა (10-ის ნაცვლად)



























